კალათბურთი

18:15 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმა სერიოზულია: თორნიკე შენგელია ორი თვე ვერ ითამაშებს

მოსკოვის ცსკა-სა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ტრავმა იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მოსკოველთა ვებგვერდის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ თორნიკე მოედანზე მინიმუმ ორი თვის განმავლობაში ვერ გავა.

„ამ დროისთვის კალათბურთელმა გამოკვლევა GMS კლინიკაში გაიარა, შემდგომი მკურნალობის გეგმა და გამოჯანმრთელების დრო განისაზღვრება კონსულიუმის დასრულების შემდეგ. ექიმების წინასწარი შეფასებით თოკო მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებს“, - ნათქვამია რუსული გუნდის განცხადებაში.

შენგელიამ მარჯვენა მხრის სახსრის დაზიანება „ზენიტთან“ მატჩის დასრულების შემდეგ იგრძნო და დაზიანება სერიოზულია.

ამავე შეხვედრაში თორნიკემ ბრწყინვალედ ითამაშა (33 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა) და კარიერის რეკორდი დაამყარა ევროლიგის მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ ევროლიგის მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის სამი ტურია დასრულებული, მეორე და მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე კი (MVP) 30 წლის ქართველი კალათბურთელი გახდა. შენგელია ამ სამ თამაშში საშუალოდ 21 ქულას და 6 მოხსნას აგროვებდა.

0.151821