ფეხბურთი

16:55 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პედრიდან მუსიალამდე: Golden Boy-ს 20 ნომინანტი ცნობილია

Golden Boy-ს ნომინანტთა სია 20-მდე შემცირდა და ევროპის 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლას მხოლოდ 20 მოთამაშე გააგრძელებს.

იტალიური გაზეთი Tuttosport-ი ყოველი წლის ბოლოს ასახელებს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და არც ახლა იქნება გამონაკლისი. საუკეთესო კი ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან აირჩევა.

ედუარდო კამავინგა (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ჯოვანი რეინა (დორტმუნდი), გავი (ბარსელონა), ბრაიან ხილი (ტოტენჰემი), კარიმ ადეიემი (ზალცბურგი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), დანიელ მალდინი (მილანი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი), ვილიამ სალიბა (მარსელი), როდრიგო (რეალი), რობერტო პიკოლი (ატალანტა), პედრი (ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პარი სენ ჟერმენი), იერემი პინო (ვილიარეალი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი), შარლ დე კეტელარე (ბრიუგე).

შეგახსენებთ, Golden Boy-ის 80 ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც შედიოდა. აქვე გეტყვით, რომ Golden Boy-ს ჯილდო გასულ წელს ერლინგ ჰოლანდმა (2020 წელს) მოიგო, მანამდე ჟოაო ფელიქსმა (2019), მატიას დე ლიხტმა (2018), და კილიან მბაპემ (2017).

თეგებიGolden Boy
0.101575