ფეხბურთი

15:55 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგი: "უცხოეთში თამაშის შანსი რომ მქონდეს, ახლავე დავთანხმდებოდი"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა რაჰიმ სტერლინგმა კლუბისა და ინგლისის პრემიერლიგის დატოვების შესაძლებლობა არ გამორიცხა. როგორც ინგლისელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, უცხოეთში თამაში მისთვის ყოველთვის მიმზიდველი პერსპექტივა იყო.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან უცხოეთში თამაში მომინდებოდა, რათა ახალი გამოწვევა მიმეღო. ტრანსფერის შანსი რომ მქოდეს, ამას ახლავე გავაკეთებდი. ჩემთვის ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქვს მიზნები, რომლებიც ბავშვობაში დავისახე და ჩემს ოცნებებს შორის უცხოეთშიც თამაშია.

ერთადერთი ჩემპიონატი, რომელსაც ვიცნობ, პრემიერლიგააა, მაგრამ მე წუწუნი არ მახასიათებს და ვაგრძელებ ჩემი საქმის გაკეთებას, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი. მოუთმენლად ველოდები თამაშის გაგრძელებას და გოლების სტაბილურად გატანას. ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო რამ იყო, ბედნიერების და სიამოვნების მიღების საშუალება“, - თქვა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტის“ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და უმეტესად შეცვლებზე უწევს თამაში. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო 2015 წლიდან „ქალაქელთა“ მაისურით ჩატარებულ 302 თამაშში 115 გოლი აქვს გატანილი. სტერლინგს მანამდე „ლივერპულში“ უთამაშია, ხოლო ინგლისის ნაკრებში 71 მატჩში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113899