ფეხბურთი

20:28 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც წელს "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ახლა კი ესპანური „ვალიადოლიდის“ მფლობელმა რონალდომ „ოქროს ბურთზე“ თავისი ფავორიტი დაასახელა.

„ფენომენს“ ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ჯილდოს მოგებას „რეალის“ ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატი ჩემთვის კარიმ ბენზემაა. საუკეთესო თავდამსხმელი, რომელიც 10 წელია წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. ნამდვილი ჩემპიონია“, - დაწერა რონალდომ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ France Football-ი „ოქროს ბურთის“ 2021 წლის მფლობელის ვინაობას 29 ნოემბერს დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112554