კალათბურთი

11:51 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კალათბურთელების უიღბლო დღე NBA-ს საგამოფენო მატჩებში (+VIDEO)

NBA-ს დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და გუნდებმა საგამოფენო მატჩში ბოლოს წინა შეხვედრები ჩაატარეს. ბუნებრივია ითამაშა სანდრო მამუკელაშვილისა „მილუოკი ბაქსმა“ და გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, თუმცა, ქართველ კალათბურთელებს დიდად არც თავის გამოჩენის უფლება მიეცათ და ვერც შედეგიანობით გამოირჩნენ.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი „იუტა ჯაზს“ შეხვდა და მძიმე ბრძოლაში 4-ქულიანი სხვაობით 120:124 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თუმცა, ყოველი მეოთხედის ბოლოს, წინ ქუინ სნაიდერის გუნდი იყო. პირველ პერიოდის შუაში „ბაქსს“ 7-ქულიანი გაქცევა ჰქონდა მაგრამ, „იუტა ჯაზმა“ მაინც 35:30 იმარჯვა. მეორე პერიოდი ქართველის გუნდმა 31:28 მოიგო, მიუხედავად ამისა ამან შედეგზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა, რადგან დარჩენილი 2 პერიოდიდან ერთი ფრედ 32:32, ხოლო დასკვნითი 12-წუთეული 29:27 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში 16:39 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. 22 წლის კალათბურთელმა ფარის მიმართულებით 8-ჯერ ისროლა, თუმცა, ზუსტი მხოლოდ 1 გამოდგა. მან 3-დან ვერცერთი სამიანი და 5-დან მხოლოს ერთი ორქულიანი ჩააგდო.

საუკეთესო შედეგი კი კრის მიდლტონს ჰქონდა, რომელმაც 24:56 ქუთში საკუთარ გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. იანის ანტენტოკუმპომ კი 21:00 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

გამარჯვებულთა გუნდის რიგებში კი ყველაზე მეტი ქულა ჯორდან კლარკსონმა ჩააგდო. 29 წლის გამთამაშებელმა 18 ქულასთან ერთად თავი 8 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა. ორმაგი დუბლი 30 კალათბურთელიდან არცერთ მათგანს არ ჰქონია. შეხვედრა უქულოდ მხოლოდ 3-მა მოთამაშემ დაასრულა, მათ შორის თანასის ანტეტოკუმპომ.

„მილუოკი ბაქსმა“ 4 საგამოფენო მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 3 მარცხით, 1 კი გამარჯვებით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 16 ოქტომბერს, „დალას მავერიკსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ბაქსისგან“ განსხვავებით მოიგო „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „მემფის გრიზლი“ 2-ქულის სხვაობით 109:107 დაამარცხა.

გოგამ პარკეტზე 8:34 წუთი გაატარა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა. მას არც პასი და არც მოხნა არ ჰქონია. მეტიც, მოედანზე მყოფი ერთადერთი უქულო კალათბურთელი სწორედ 22 წლის ცენტრი იყო.

ყველაზე მეტი ქულა „მემფისის“ კალათბურთელმა სემ მერილმა ჩააგდო. 25 წლის გამთამაშებლის ანგარიშზე 30 ქულასთან ერთად 1 მოხსნა და 2 პასი იყო. „ინდიანადან“ კი ტრადიციულად დომანტას საბონისი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულით, 13 მოხსნითა და 4 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ინდიანამ 3 საგამოფენო მატჩიდან 1 წააგო, ხოლო 2 გამარჯვებით დაასრულა, შემდეგ შეხვედრას კი 16 ოქტომბერს, „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს.

0.16864