კალათბურთი

1:50 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის MVP ზედიზედ მეორედ გახდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თორნიკემ ევროლიგის ტურის MVP-ს ტიტული ზედიზედ მეორედ მიიღო!

შენგელია საუკეთესო იყო მეორე ტურშიც და ახლაც, მესამე ტურში, როცა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და თავისი გუნდის ქულების თითქმის ნახევარი მიითვალა (77-დან 33).

თორნიკემ 35:48 წუთში 33 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და MVP-ს ტიტულიც ამიტომ ერგო.

ვთქვათ ისიც, რომ შენგელიამ ევროლიგის მატჩში 33 ქულა კარიერაში პირველად ჩააგდო, ევროლიგის MVP-ის ტიტული კი მეექვსედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110941