ფეხბურთი

21:45 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა ჰოლანდის ტრანსფერზე "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკების დაწყებას ელოდება

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკების დაწყების მოლოდინშია. როგორც The Times-ი იუწყება, რაიოლა იანვარში ელოდება მოლაპარაკების დაწყებას და შემდეგი წლის ზაფხულში შესაძლოა ჰოლანდი ინგლისური კლუბის ფეხბურთელი გახდეს.

ნორვეგიელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროს (64 მილიონი გირვანქა სტერლინგი) შეადგენს და მსურველ კლუბს 2022 წლის ზაფხულიდან შეუძლია ამ თანხის გადახდა.

ჰოლანდით ევროპის ბევრი წამყვანი კლუბია დაინტერესებული. ერლინგი "დორტმუნდმა" 2020 წელს "ზალცბურგიდან" 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მას შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 45-დან 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ნორვეგიელმა გერმანული გუნდის მაისურით 67 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 68 გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113769