ფეხბურთი

19:58 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ჩუამენისთვის ბრძოლაში ჩაერთო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" საყრდენი ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი მადრიდის "რეალი" ინტერესის სფეროში მოხვდა. Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბს" 21 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად ბრძოლა მოუწევს, რადგან ორელიენით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებულები.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონს შესთავაზებენ ესპანელები ფრაგებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

ჩუამენი "ბორდოს" აკადემიის აღზრდილია და "მონაკომ" 2020 წელს 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ორელიენმა 60 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩუამენი ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე წლის სექტემბერში გამოიძახეს, უკვე ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უეფას ერთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

0.111659