ფეხბურთი

17:56 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" პედრის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება

კატალონიის „ბარსელონა“ პედრის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა და ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ესპანელი ნახევარმცველი ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება!

კონტრაქტი უახლოეს საათებში გაფორმდება და კატალონური კლუბი ახალ ამბავს მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს. პედრის ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

18 წლის ფეხბურთელი „ბარსელონამ“ 2020 წელს „ლას პალმასიდან“ დაიმატა და მას შემდეგ 56 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მიუხედავად ასაკისა, მან ესპანეთის ნაკრებში უკვე 10 თამაშის ჩატარება მოასწრო და ევროპის ჩემპიონატზე იმდენად გაიბრწყინა, რომ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მოხვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117896