კალათბურთი

21:00 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

აუცრელობის გამო "ბრუკლინმა" კაირი ირვინგს ვარჯიში და თამაში აუკრძალა

„ბრუკლინ ნეტსის“ ვარსკვლავი კაირი ირვინგი მანამდე არ ითამაშებს, სანამ არ აიცრება. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ნიუ-იორკის შტატში მკაცრი შეზღუდვებია და აუცრელ ირვინგს საშინაო მატჩებში თამაშის უფლება არ ექნება, მაგრამ გასვლით მატჩებში გუნდის დახმარება შეეძლო. მიუხედავად ამისა, „ნეტსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის არც საგარეო შეხვედრებში გამოიყენოს. ირვინგი „ნეტსის“ ერთადერთი არავაქცინირებული კალათბურთელია.

ირვინგი არ ითამაშებს და არ ივარჯიშებს „ნეტსთან“ ერთად, სანამ გუნდში სრულად თამაშზე უფლებამოსილი არ იქნება. ამისთვის საჭიროა კალათბურთელი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აიცრას.

„ეს არის კაირის პირადი არჩევანი და პატივს ვცემთ მის თავსიუფლებას. ეს არჩევანი ზღუდავს, რომ ის გუნდის მუდმივი წევრი იყო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრმა მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ითამაშოს. ამიტომაც, ის არ ივარჯიშებს და არ ითამაშებს მანამ, სანამ გუნდისთვის ყველა მატჩში არ იქნება ხელმისაწვდომი“, - წერს „ბრუკლინის“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ახალი სეზონი 20 ოქტომბერს დაიწყება, „ბრუკლინ ნეტსი“ კი სეზონის პირველ შეხვედრას სტუმრად სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113011