ფეხბურთი

18:32 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმამ "მილანის" ლოგოს სამუდამო ტატუდ დახატვის პირობა დადო

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იტალიურ ტელეშოუ Le Lene-ში იყო მიწვეული, სადაც „მილანის“ ფანების სტევაზე ისაუბრა. მას ხუმრობით ხელზე „მილანის“ ლოგოს დროებითი ტატუც დაახატეს, მერე კი ჰკითხეს, სამუდამო ტატუდ თუ აქცევდა.

ჯანლუიჯიმ თქვა, რომ ამას გააკეთებს და ვნახოთ, რამდენად შეასრულებს პირობას.

„სტვენა სამწუხაროა, რადგან „მილანში“ 8 წელი გავატარე და ყოველთვის სასიამოვნოა „სან სიროზე“ დაბრუნება. თუმცა, ეს მაინც ნორმალურია, აქ გავიზარდე და ყოველთვის „მილანის“ გულშემატკივარი ვიყავი, რვა წელი ადვილად არ დამავიწყდება. ყოველთვის მეყვარება „მილანის“ ფანები და ყოველთვის შავ-წითელი გული მექნება. ვიმედოვნებ, რომ მომავალში უკეთ მიმიღებენ, ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ტატუს პარიზში დაბრუნების შემდეგ სამუდამოდ თუ ვაქცევ? ვნახოთ, ვნახოთ, კარგი“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მილანში“ 2015-2021 წლებში თამაშობდა და 251 მატჩში მიიღო მონაწილეობა. „პარი სენ ჟერმენს“ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

0.110304