ფეხბურთი

12:51 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰავერცი: „გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლა“

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესაჩევ მატჩში, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ (0:4), გერმანიის ნაკრების ჭაბუკმა ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. თავდაჯერება გვემატება. ბოლო შეხვედრებში ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლა. განსაკუთრებით ჩავარდნილი ევროს შემდეგ.“ - ციტირებს ჰავერცის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რიმ გერმანია პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ყატარი 2022-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მასპინძელთა ნაკრებს არ ვგულისხმობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113685