ფეხბურთი

23:20 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი პრიშტინას თავზე 40 წუთი წრეზე დაფრინავდა

საქართველოს ნაკრები კოსოვოში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, მაგრამ Georgian Airways-ის თვითმფრინავს პრიშტინას აეროპორტში დაფრენამდე 40 წუთის ჰაერში წრეზე ფრენა მოუწია.

40 წუთის განმავლობაში თვითმფრინავი პრიშტინას თავზე წრეზე ტრიალებდა, თუმცა საბედნიეროდ, აეროპორტში უსაფრთხოდ დაშვება მოახერხა.

შეფერხების მიზეზი ცუდი ამინდი გახდა. როგორც გაირკვა, სხვა ორი თვითმფრინავიც ასევე წრეზე დაფრინავდა და სწორედ ამიტომ, მიზეზად უამინდობა დასახელდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები კოსოვოს 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108654