ფეხბურთი

21:10 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "მჯერა, რომ სამი ქულის მოპოვების ძალა შეგვწევს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ კოსოვოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, კოსოვო ძლიერი გუნდია, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავლენ.

"კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს", - ციტირებს სფფ-ის პრესსამსახური ლობჟანიძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები კოსოვოს 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდს შესარჩევი ციკლის ექვს მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და B ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

0.119637