ფეხბურთი

21:46 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები პრიშტინაშია, სადაც კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე. ქართველი ფეხბურთელი გუნდს კოსოვოში არ გაჰყოლია.

სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, ჩაკვეტაძემ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო გუნდთან ერთად გამგზავრება და ბუნებრივია, დამდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები კოსოვოს 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდს შესარჩევი ციკლის ექვს მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და B ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111858