ფეხბურთი

16:17 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას: "უნდა შეძლოთ, თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული"

ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს მიმართა. შოთამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლა ნაკრებს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ამ ორ ფეხბურთელზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

"რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ", - წერს შოთა ფეისბუქში, სადაც ხვიჩასა და გიორგის ფოტოც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 მატჩში 1 ქულა აქვს მოპოვებული და ამ შედეგით ლოგიკურია, რომ ბოლო ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114208