ავტოსპორტი

5:41 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა კვალიფიკაცია მოიგო, ბოტასი პოულზეა

თურქეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო, მაგრამ კვირის რბოლას პოულიდან მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი დაიწყებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მეოხე შიდაწვის ძრავი დაუყენეს, რის გამოც, სტარტზე 10 ადგილით უკან დადგება.

მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ჰამილტონის კონკურენტი ტიტულისთვის ბრძოლაში მაქს ფერსტაპენი, ვინც ჩემპიონატის ლიდერთან, სეზონის დასრულებამდე შვიდი რბოლით ადრე, მხოლოდ ორი ქულას აგებს.

მოპოვებული პოული ბოტასის კარიერაში არის მე-18. ამასთან, პორტუგალიის ეტაპის (მაისი) შემდეგ, ფინელი მოწინვე პოზიციას პირვლად დაიკავებს.

„ხვალ რთული რბოლა მექნება, მაგრამ თავს არ დავზოგავ. ტრასაზე გრძელი სწორი გვაქვს. ვნახოთ, მანდ რა გამოგვივა. იმედ მაქვს, მაგ ადგილზე ფანებს საინტერესო რბოლას ვუჩვენებთ“, - განაცხადა ჰმილტონმა.

შეგახსენებთ, რომ წინა რბოლაში, ფერსტაპენის მანქანაზე ძალური დანადგარი სრულად შეცვალეს, რის გამოც, მან სტარტი ბოლო რიგიდან აიღო, თუმცა ფინიშზე მეორე მივიდა. ამაში მას ნაწილობრივ, წვიმა დაეხმარა, რომელიც რბოლის მიწურულს წამოვიდა და ბევრი რამ აურია.

მეორე რიგიდან რბოლას შარლ ლეკლერი და პიერ გასლი დაიწყებენ. ფრანგი პილოტი სავარაუდოდ, ჰამილტონისთვის ძლიერი წინააღმდეგობა იქნება.

სტარტს ბოლო ადგილიდან აიღებს კარლოს საინსი, ვისაც აგრეგატი სრულად შეუცვალეს. კვალიფიკაციის ბოლო ნაწილში, ესპანელმა თანაგუნდელ ლეკლერს დახმარება აღმოუჩინა - ტრასაზე მის წინ გავიდა და აეროდინამიკური „ტომრით“ (გაუხშორბული სივრცე მანქანის უკან) დაეხმარა.

თურქეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'22.998
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1'23.196
  3. შარლ ლეკლერი (მონკო, ფერარი) 1'23.265
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'23.326
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'23.477
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'23.706
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'23.954
  8. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'24.305
  9. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'24.368
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'24.795
  11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)* 1'22.868
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'24.842
  13. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1'25.007
  14. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'25.200
  15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'25.881
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'26.086
  17. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1'26.430
  18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'27.525
  19. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'28.449
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) -

შენიშვნა: ჰამილტონი ძრავის შეცვლის გამო 10 ადგილით დაჯარიმდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176326