ფეხბურთი

20:18 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა კოსოვოს მოუგო და ელიტრაუნდთან ერთ ნაბიჯშია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და ელიტრაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ვასილ მაისურაძის გუნდი მეორე ტურში კოსოვოს დაუპირისპირდა, რომელიც ოთარ მამაგეიშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა. მან გოლის გატანა 52-ე წუთზე მოახერხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, ჩამორჩება რა, მხოლოდ მასპინძელ ნორვეგიას, რომელმაც ჯერ კოსოვოს მოუგო 3:0 და მეორე ტურში უელსს 5:0. თავის მხრივ, საქართველომ პირველი მატჩი უელსთან უგოლოდ დაასრულა.

ნორვეგია ელიტრაუნდში უკვე გასულია, კოსოვომ შანსი დაკარგა, ხოლო საქართველოს ერთადერთი კონკურენტი უელსია, მაგრამ მაისურაძის გუნდი 3 ქულით წინაა და ბურთების ბალანსიც უკეთესი აქვს (1:0 საქართველოს, 0:5 უელსს).

ბოლო ტურში 12 ოქტომბერს, საქართველო ნორვეგიას უელსი კოსოვოს შეხვდება. საქართველოც ქულაც ეყოფა ელიტ რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ დიდი შანსია, რომ ჯგუფიდან ნორვეგიასთან წაგების შემთხვევაშიც გავიდეს.

საქართველო - კოსოვო 1:0 (0:0)

საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი; სალუქვაძე, დუნდუა, პირტახია, ჩხეტიანი (ბაგრატიონი 64); გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 86); გოგოტიშვილი, კვერნაძე (იობაშვილი 74), გ. მამაგეიშვილი (ხაბულიანი 64)

გოლი: 1:0 ო. მამაგეიშვილი (52)

0.128397