ძიუდო

18:53 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა! (+VIDEO)

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიზემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უზბეკი სუხრობ რაიაბოვი დაამარცხა და პლანეტის პირველობა მოიპოვა.

სულამანიძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს მოუგო, რასაც მეოთხედფინალში ქართული დაპირისპირება მოჰყვა - მიხეილ ჯაფარიძესთან სულამანიძემ იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსი მატვეი კანიკოვსკიც დაამარცხა.

როგორც ხედავთ ამ წონაში ორი ქართველი ასპარეზობდა. ჯაფარიძემ ბერძენი პანაგიოტის პაპანიკოლაუ და სამხრეთ კორეელი იეიუნ იეო დაამარცხა, მერე სულამანიძესთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ იქ უზბეკ უტკირბეკ ტურობოიევთან განიცადა მარცხი, შედეგად, ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს მედალია. ტურნირის წინა დღეებში ჩემპიონები გიორგი სარდალიშვილმა (-60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილმა (-81 კგ) მოიპოვეს.

0.149353