ფეხბურთი

14:54 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: "ჩემს ეპოქაში ფეხბურთი სიყვარული იყო, ახლა - ბიზნესია"
"მუნდიალის მოგება უმაღლესი მწვერვალია, მაგრამ მე "რომაში" მოგებული სკუდეტო მირჩევნია"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, 2006 წელს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლესი მწვერვალია, მაგრამ მისთვის უფრო გასახარი 2001 წელს „რომაში“ მოპოვებული ერთადერთი სკუდეტოა.

გარდა ამისა, ტოტიმ თქვა, რომ მისი ეპოქის ფეხბურთის შედარება დღევანდელ ფეხბურთთან არ შეიძლება, რადგან ახლა ის უფრო ბიზნესია და ფეხბურთელები იქ მიდიად სათამაშოდ, სადაც მეტ ფულს უხდიან.

„მე ფეხბურთის თამაში სხვა ეპოქაში დავიწყე. ეს იყო ფეხბურთის სიყვარული და სიყვარული გულშემატკივრების მიმართ. 25 წელი ვითამაშე გუნდში, რომელსაც ვქომაგობდი და ჩემთვის ძალიან ადვილი იყო არჩევანის გაკეთება. დღევანდელ ფეხბურთთან შედარება რთულია. ახლა უფრო მეტად ბიზნესია - მიდიხარ იქ, სადაც მეტ ფულს გიხდიან და ესეც მესმის.

2004 წელს „რეალში“ გადასვლის შანსი? რა თქმა უნდა, ვფიქრობდი მადრიდის „რეალის“ წინადადებაზე. იყო დღეები, როდესაც ერთი ფეხით ესპანეთში ვიყავი და მეორეთი - „რომაში“, ამას ვაღიარებ. თუმცა, როგორც უკვე ხშირად ვთქვი, სახლში დარჩენის გადაწყვეტილება გულით მივიღე.

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ყველაზე მაღალი მწვერვალია თითოეული ფეხბურთელისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ყოველ წელს იმარჯვებენ, მაგალითად, „იუვენტუსის“ მოთამაშეებს და არა იმათ, ვინც ცოტას ან ვერაფერს იგებს. ჩემთვის კარიერაში საუკეთესო ჯილდო, რომელიც მოვიგე, 2001 წელს „რომასთან“ ერთად მოგებული სკუდეტოა. ახლა ჩემი მთავარი მიზანია ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები აღმოვაჩინო (ტოტიმ შექმნა ფეხბურთელების სკაუტინგის და მენეჯმენტის სააგენტო - რედ). ყველაფერს გავაკეთებ საქმის კარგად შესასრულებლად“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო ტოტიმ მთელი საფეხბურთო კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში, „რომაში“ გაატარა, რომლის ღირსებას 2012-2017 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115784