ფეხბურთი

11:54 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს დისკვალიფიკაციის ვადა და ფულადი ჯარიმა შეუმცირდა

ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა სასჯელი შეუმცირა და ქართველი ფეხბურთელი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

„ანტვერპენთან“ გაძევების გამო თავდაპირველად გიორგი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2 000 ევროთი დააჯარიმეს, მაგრამ „გენტმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რამაც ნაწილობრივ შედეგი გამოიღო.

ამრიგად, ჩაკვეტაძე ერთ მატჩს გამოტოვებს (17 ოქტომბერს, „ეუპენთან“) და შეუმცირდა ფინანსური ჯარიმაც, რაც 1 500 ევროთი განისაზღვრა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „ანტვერპენთან“ შეხვედრაში გააძევეს და ეს მის კარიერაში პირველი წითელი ბარათია. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121155