ფეხბურთი

13:23 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა "მილანის" ტიფოზების სტვენაზე: "დონარუმამ ვინმე მოკლა? ის კლუბში ყველაზე ბნელ პერიოდში დარჩა"

იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩში „მილანის“ ფანებმა ჯანლუიჯი დონარუმას სრული ობსტრუქცია მოუწყვეს, რასაც დიდი გამოეხმაურება მოჰყვა. 22 წლის მეკარე, მისმა აგენტმა მინო რაიოლამ დაიცვა და თქვა, რომ დონარუმა ბოლო დღემდე „მილანის“ ერთგული იყო და მის წასვლაში კლუბი დაადანაშაულა.

„მაინტერესებს, „მილანი“ რატომ არ ჩაერია ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად და დასაცავად, მას შემდეგ, რაც ხიდზე ის უაზრო ბანერი გამოჩნდა. გვინდა მუქარაზე საუბარი? მან ვინმე მოკლა? ეს მე არ გამიგია. ჰკითხეთ ნებისმიერ მამას, რას ურჩევს თავის შვილს, "მილანში" დარჩენას თუ პსჟ-ში გადასვლას? სიმართლე ისაა, რომ „მილანმა“ არ იცოდა შეეძლო თუ არა მისი შენარჩუნება. რაც სტადიონზე მოხდა, სამარცხვინოა. სამარცხვინოა, რომ გულშემატკივრების ნაწილი ბიჭს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ასე მოექცნენ. მას უბრალოდ არჩევანი ჰქონდა და გააკეთა, სხვა მიზეზი მისთვის რამის დასაყვედრებლად არ არსებობს.

ჯიჯომ ყველაფერი მისცა ეროვნულ ნაკრებს და წვლილი შეიტანა ევროპის ჩემპიონობაში, სადაც საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და „მილანის“ ერთგული იყო კლუბისთვის ბნელ და რთულ წლებში. მან ბოლო დღემდე გულით ითამაშა, სწორედ მისი ერთგულება და პროფესიონალიზმი დაეხმარა „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში“, - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა ზაფხულში „მილანიდან“ „პარი სენ ჟერმენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რაც იტალიელ მეკარეს „როსონერის“ ტიფოზებმა ვერ აპატიეს და მოღალატედ შერაცხეს.

0.164083