ფეხბურთი

12:48 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მატერაციმ ტურამს უპასუხა: "მას არასდროს დაუტოვებია სტადიონი, როცა ფანები ბ**ის შვილს მეძახდნენ"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ლილიან ტურამი იტალიაში სტადიონებზე რასიზმის ფაქტების გამოვლინების გახშირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თეთრკანიანმა ფეხბურთელებმა შავკანიანების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

„პარმასა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მცველის კომენტარს მარკო მატერაციმ უპასუხა და საკმაოდ ორიგინალურად:

„მე რასიზმის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ტურამს არასდროს დაუტოვებია სტადიონი, როდესაც ჩემზე სტადიონზე შეძახილები ისმოდა - „მატერაცი ბ**ის შვილი“. ეს დისკრიმინაციაა თეთრებისთვის, შავებისთვის და ასევე ბ**ის შვილებისთვის“, - უთხრა იტალიურ მედიას მატერაციმ.

შეგახსენებთ, მატერაცი და ტურამი ერთი თაობის ფეხბურთელები არიან და ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე არაერთხელ უთამაშიათ.

0.120306