ფეხბურთი

22:52 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ საფრანგეთის ბომბარდირთა სიაში ზიდანს გადაუსწრო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ უეფას ერთა A ლიგის ნახევარფინალში ბელგიის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და "მამლების" ბომბარდირთა სიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა. აღნიშნული გოლი ბენზემასთვის 32-ე იყო და ამ მაჩვენებლით ქარიმმა ზინედინ ზიდანს (31) გადაუსწრო.

ბენზემას 32 გოლის გასატანად 91 მატჩის ჩატარება დასჭირდა. ბენზემა ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან ასპარეზობს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრია 51 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113188