ფეხბურთი

21:35 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად კულიბალი დაასახელეს

EA Sports-ის ვერსიით, სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" მცველი კალიდუ კულიბალი დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის ჩემპიონატის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

აფრიკელმა მცველმა გასულ თვეში იტალიის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. კულიბალიმ "იუვენტუსთან" მოგებულ (2:1) მატჩში მეორე, გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ხოლო "უდინეზესთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში თავი ერთი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114631