ფეხბურთი

20:14 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ჩემპიონატის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

გასულ თვეში რონალდუმ პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, "ნიუკასლთან" დუბლი შეასრულა, "ვესტ ჰემთან" ერთი გოლი გაიტანა, ხოლო "ასტონ ვილასთან" მოედანი უგოლოდ დატოვა. პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 12 წლის შემდეგ დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109669