ძიუდო

16:33 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონიტის ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგიმ მექსიკელი ხავიერ როსასი, ბოსნიელი მუსტაფა ჰებიბი, ყაზახი აიან ბაიგაზი და უკრაინელი არტემ ბუბირი დაამარცხა. ფინალში შერაზადიშვილი რუს ადამ ტსეჩოევს გაეჯიბრება.

დღესვე 90 კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა იასპარეზა, თუმცა წარუმატებლად. ნიკა ხარაზიშვილმა სამხრეთაფრიკელ თომას-ლაშლო ბრეიტენბახს კი მოუგო, მაგრამ შემდეგ ფრანგ ფრანსის დამიერთან წააგო და უმედლოდ დარჩა, ისევე როგორც ლაშა მღებრიშვილი, რომელმაც შვედი აქსელ ოსკარსონის დაჯაბნა შეძლო, თუმცა მომდევნო წრეში უნგრელ გერგელი ნერპელთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.118274