ფეხბურთი

10:25 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე და 250 მილიონი იანვარში ტრანსფერებისთვის - "ნიუკასლის" პირველი გეგმა

ინგლისური „ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა და ფეხბურთში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავს.

ბუნებრივია, ეს ინგლისურ გუნდში ბევრ ცვლილებას გამოიწვევს, რადგან ახალი მფლობელების მიზანი „ნიუკასლის“ ევროპულ გრანდად გადაქცევაა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ყველაფერი მთავარი მწვრთნელის ცვლილებით დაიწყება. სტივ ბრიუსი დაკავებულ თანამდებობას დანამდვილებით დატოვებს, ხოლო დიდი შანსია ის ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია, მაგრამ სარფიან წინადადებას უმზადებენ და „ნიუკასლის“ ახალი პროექტიც ძალზე მიმზიდველია. თანაც, კონტეს ინგლისში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია.

გარდა ამისა, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კაჭკაჭები“ იანვრის სატრანფერო პერიოდში შემადგენლობის გადასახალისებლად 250 მილიონ გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გეგმავენ, ხოლო ზაფხულში მთავარი სამიზნე არც მეტი, არც ნაკლები - კილიან მბაპე იქნება.

ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ „ნიუკასლის“ მფლობელებს უფრო მეტი ფინანსური რესურსი გააჩნიათ, ვიდრე მაგალითად, „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს მეპატრონეებს ერთად. შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-19 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111953