ფეხბურთი

11:00 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "ბელგიის ეს თაობა ტიტულის მოპოვების სიმძიმეს გრძნობს"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, გუნდი ფინალში გასვლის პასუხისმგელობას გრძნობდა და ამ ემოციასთან გამკლავება ვერ მოახერხეს.

„პრობლემა იყო ემოცია, ფინალში გასვლის პასუხისმგებლობა, რომელსაც გულშემატკივრების მიმართ ვგრძნობდით. მეორე ტაიმში თამაში შევწყვიტეთ. ეს თაობა ტიტულის მოპოვების სიმძიმეს გრძნობს. ორი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ამ ემოციამ გადამწყვეტი როლი ითამაშეთ. ვერაფერს დავაბრალებთ ხარისხის, უბრალოდ თამაში შევწყვიტეთ.

იტალიასთან მესამე ადგილისთვის მატჩში მენტალური სიძლიერე დაგვჭრდება. მსოფლიოს ჩემპიონატი 13 თვეშია და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი დონე ვაჩვენოთ“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები იტალიას სამი თვის წინ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, მიუნხენში შეხვდა და მარცხი განიცადა (1:2). ამჯერად თამაში ტურინში, 10 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111649