ფეხბურთი

19:54 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "ფიორენტინას" თავდამსხმელით დაინტერესდა

ინგლისური „ლივერპული“ ფლორენციის „ფიორენტინასა“ და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით დაინტერესდა.

Mirror-ის ცნობით, იურგენ კლოპს დამდეგ ზაფხულს ფორვარდის პოზიციის გაძლიერება სურს და ინგლისელთა მთავარი სამიზნე „დორტმუნდის“ შემტევი ერლინგ ჰოლანდია, მაგრამ ნორვეგიელის ალტერნატივად 21 წლის ვლაჰოვიჩი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ვლაჰოვიჩი „ფიორენტინას“ დატოვებას გეგმავს და იტალიური კლუბის პრეზიდენტმა როკო კომისომ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2023 წელს იწურება. ამიტომაც, „ვიოლა“ ეცდება ფეხბურთელი იანვარში გაყიდოს, უარეს შემთხვევაში კი ამის გაკეთება ზაფხულში მოუწევს. ფლორენციელები სერბს 60 მილიონ ევროდ აფასებენ და ბრძოლაში „იუვენტუსიც“ ჩართულია.

დუშან ვლაჰოვიმჩა გასულ სეზონში სერია A-ში 21 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 8 თამაშში 6 თავი ექვსჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105666