ფეხბურთი

17:42 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას სურს, რომ პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა მზადაა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. L’Equipe-ს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ კლუბი მის პირობებს გააუმჯობესებს.

პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეებს შეთანხმებისთვის არც ისე ბევრი დრო აქვთ. ფრანგი ნახევარმცველის სურვილია, რომ ის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. თუმცა, ხელფასის კონკრეტული ოდენობა ჯერ არ დასახელებულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პოგბამ პრემიერლიგაშ 7 მატჩი ჩაატარა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119718