ფეხბურთი

14:49 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მბაპეს წელიწადში 36 მილიონ ევროს შესთავაზებს

„პარი სენ-ჟერმენი“ არ კარგავს კილიან მბაპეს შენარჩუნების იმედს და ახალი, 5-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელი ჯამაგირად ყოველ სეზონში 36 მილიონ ევროს მიიღებს - გვამცნობს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წინა დღეებში მბაპეს დედამ, ფაიზა ლამარიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, კლუბთან წარმატებით მიმდინარეობს.

თავის მხრივ, „რეალმა“ უკვე გაუგზავნა წინასწარი კონტრაქტი მბაპეს, რომლის მიხედვითაც 22 წლის ფრანგს 6-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, სეზონში 40 მილიონევროიანი ანაზღაურებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115223