ფეხბურთი

21:02 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "საბერძნეთთან მოგება ძალიან გვჭირდება"

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ თამაშის მოგება გუნდს ძალიან სჭირდება.

"სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას“, - ციტირებს აბურჯანიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი ქულა მოიპოვა, სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან (1:1) სალონიკში. აღნიშნული ნაკრებების შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117666