ფეხბურთი

20:45 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის განკარგულებაში ამჯერად ყველა ფეხბურთელი იყო და „ზესტაფონის“ ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს ნაკრები თბილისში ბოლო ვარჯიშს 7 ოქტომბერს გამართავს, შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრება, სადაც შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი ქულა მოიპოვა, სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან (1:1) სალონიკიში. აღნიშნული ნაკრებების შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115509