ფეხბურთი

11:59 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მბაპეს წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობს

მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს პირადი კონტრაქტი შესთავაზა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ფლორენტინო პერესი მზადაა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდძალი ფინანსები არ დაიშუროს.

„სამეფო კლუბი“ ფრანგ თავდამსხმელს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელფასის სახით კი დაახლოებით 40 მილიონ ევროს წელიწადში. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ მბაპეს დამატებას უფასოდ გეგმავს, რადგან ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება.

კილიანი „რეალთან“ ახლოს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო და თვითონაც აღიარა, რომ მადრიდულ გრანდში გადასვლას ცდილობდა. ცოტა ხნის წინ კი პერესმა თქვა, რომ იანვარში მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლეები იქნება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 9 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112561