ფეხბურთი

15:18 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა "ლივერპულისგან" ხელფასის სახით კვირაში 445 000 ევრო მოითხოვა

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა კლუბს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ თავისი მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ეგვიპტელ შემტევს კვირაში სურს ხელფასი 350 000 ევროდან 445 000 ევრომდე. თუ „წითლები“ ამ წინადადებას დათანხმებიან, სალაჰი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

მომოს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებმა მის განახლებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა პრემიერლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს, როცა „რომადან“ 42 მილიონ ევროდ შეიძინეს. მანამდე მას ასევე უთამაშია „ბაზელში“, „ჩელსისა“ და „ფიორენტინაში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109293