ფეხბურთი

12:32 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი "ოქროს ბურთზე": "იმედი მაქვს, გამოკითხვაში პოლიტიკა არ ჩაერევა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის „ოქროს ბურთის“ მოგების იმედი აქვს. როგორც პოლონელმა განაცხადა, მან ბოლო ორ სეზონში აჩვენა, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვება შეუძლია.

„ვიცი, რომ ჩემი ყოველი კარგი თამაში ჩემს შანსს „ოქროს ბურთის“ მოგებაზე აძლიერებს. ბოლო ორ სეზონში ბევრი ტიტული მოვიგე და ვფიქრობ, რომ შემიძლია ვიფიქრო „ოქროს ბურთის“ მოგებაზე. ეს რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი და მიღწევა იქნება. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ კანდიდატთა სიაში ვარ. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკა არ ჩაერევა და ხმის მიცემა დაფუძნებული იქნება ფეხბურთელების მიერ მოედანზე ნაჩვენებ თამაშზე“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ კანდიდატად 2020 წელსაც განიხილებოდა, მაგრამ France Football-მა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოკითხვა მაშინ არ ჩაატარა და პრიზიც არავის გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116327