ფეხბურთი

11:27 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ წავაგებთ"

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ევროპის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი თამაშის შესახებ ისაუბრა.

„იტალია ცენტრფორვარდის გარეშე? გარკვეული პრობლემები გვაქვს, რადგან გვაკლია ევროპის ჩემპიონი ორი ფორვარდი, მაგრამ გვყავს კინი, რასპადორი და სხვა თავდამსხმელები, ამიტომ ვნახოთ. კიეზა ფორვარდად? არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, დროთა განმავლობაში ალბათ შეძლებს, თუმცა ჩვენ კონკრეტული როლები გვაქვს. ამ პოზიციაზე თამაში ინსინიესა და ბერნარდესკისაც შეუძლია.

დიმარკო? სერია A-ში დებიუტის საშუალება მე მივეცი, ამიტომ, მას კარგად ვიცნობ. რამდენიმე წელი გავიდა და გამიხარდა ისევ მისი ნახვა. ტონალი შესანიშნავ სეზონს ატარებს, მაგრამ ამ ეტაპზე 21-წლამდე ნაკრებს სჭირდებოდა, ისევე, როგორც რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. იმედი გვაქვს, რომ ისინი ასე გააგრძელებენ.

წაუგებელი სერია? ჩვენი სურვილი ყოველთვის გამარჯვებაა. ლუის ენრიკემ მართალი თქვა, ადრე თუ გვიან, წავაგებთ, მაგრამ გვინდა, რომ 2022 წლის დეკემბრამდე, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე სერია გაგრძელდეს. თუმცა, ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება.

ერთა ლიგა მნიშვნელოვანი შეჯიბრია, მხოლოდ ერთი დღე გვაქვს მოსამზადებლად. ორი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რომ ჩვენი ძალა და ზრდის პროცესი გავზომოთ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე 14 თვეა და რაც შეიძლება უკეთ უნდა ვითამაშოთ“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთან მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრებს 37-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ნაკრებებს შორის, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110483