ფეხბურთი

19:20 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მეათე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ბელგიური „სერანის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მეათე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა Fantasy Football-ის მიხედვით.

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა Fantasy-ში - 17 ქულა.

გიორგიმ „ზულტე ვარეგემთან“ შესანიშნავად ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელიც მისთვის სეზონში მეორე იყო, მაგრამ კონკრეტულად ბელგიის უმაღლეს დივიზიონში პირველი.

შეგახსენებთ, „სერანში“ დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ 5 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ორჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ერთხელ ბელგიის თასზე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149747