ფეხბურთი

12:49 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერმა ვერნერს VARner უწოდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი ტელეანალიტიკოსმა, გარი ლინეკერმა, ერთ საინტერესო სტატისტიკურ ფაქტზე ჩვეული იუმორით გააკეთა კომენტარი. საქმე ის არის, რომ „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ, გერმანელ შემტევს, ტიმო ვერნერს, VAR (ვიდეოარბიტრი) - მა სიტუაციის გადამოწმების შემდეგ 16 გოლი გაუუქმა...

ლინეკერმა შეგნებულად დაამახინჯა ტიმოს გვარი ტვიტერში და ვერნერის მაგიერ VARner დაწერა.

ვერნერი „ჩელსის“ ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში გახდა. „არისტოკრატებმა“ მასში „ლაიპციგს“ 53 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120667