ფეხბურთი

10:51 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი ბელგიასთან მატჩის შესახებ: „მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით“

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ჟურნალისტებს ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელგიასთან მოსალოდნელი მატჩის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით. რთულ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ეტაპამდე მოსაღწევად.

ტიტული გვწყურია, თუმცა ჯერ ნახევარფინალია გასავლელი. ადრე ორი სანაკრებო ტიტული არსებობდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა. ახლა ერთა ლიგაც დაემატა.“ - ციტირებს დეშამის სიტყვებს უეფას ოფიციალურ გვერდი.

საფრანგეთისა და ბელგიის დაპირისპირება 7 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141456