ფეხბურთი

13:10 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებში საბა ხვადაგიანი გამოიძახეს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში „დინამო თბილისის“ მცველი საბა ხვადაგიანი გამოიძახეს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება.

18 წლის მცველი ვილი სანიოლის თავდაპირველ სიაში არ იყო, თუმცა, ფრანგმა სპეციალისტმა ნუსხას ახლა დაამატა.

ხვადაგიანი ეროვნულ ნაკრებში გასულ თვეშიც იყო გამოძახებული და ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში მისი დებიუტიც შედგა.

0.11655