ფეხბურთი

12:29 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი სკუდეტოა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ გამარჯვების (3:2) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა ფეხბურთელებმა ერთადერთ მიზნად სკუდეტოს მოგება უნდა დაისახონ.

„ტონალიმ თქვა, რომ სკუდეტო ჩვენი ერთადერთი მიზანია? ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და ასე უნდა იფიქრონ. ჩვენ ყოველი მატჩის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, სავსებით სწორია უნთუზიაზმით სიარული, ამ მონდომებით, სულისკვეთებით და თავმდაბლობით. ჩემი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ სხვებზე ძლიერები არიან და ეს სწორია. თუ ასე გავაგრძელებთ, შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ბოლომდე ვთქვათ. სეზონი ძალიან გრძელია და არც ჩემპიონთა ლიგაზე ვაპირებთ დანებებას“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანი“ 19 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით მხოლოდ „ნაპოლის“ ჩამორჩება. „როსონერიმ“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ერთადერთი თამაში ვერ მოიგო („იუვენტუსთან“ 1:1) და სამი ქულის ეპოქაში ასეთი სტარტი 7 ტურის თავზე მხოლოდ 2003-2004 წლების სეზონში ჰქონდა, როცა საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121302