ფეხბურთი

23:58 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "ფეხბურთი ასეთია, ბევრი რამ სწრაფად იცვლება"

ნიქოზიის „აპოელის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ (1:2) გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, რთული არ იყო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში და „აპოელი“ უფრო მეტს იმსახურებდა.

„აქ ერთი წელი ვთამაშობდი და ვიცი, რომ ძალიან ძნელია აქ თამაში. რთული მატჩი იყო, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტს ვიმსახურებდით. „ანორთოსისის“ წინააღმდეგ თამაში? ასეთია ფეხბურთი, ბევრი რამ სწრაფად იცვლება. არც ისე რთული იყო და თამაშით ვისიამოვნე. მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც ბოლომდე მხარი დაგვიჭირეს და ძალა მოგვცეს.

ვიცით, რომ არ არის ჩვეულებრივი „აპოელის“ ამ პოზიციაზე ყოფნა. ვმუშაობთ და ცოტა იღბალი გვჭირდება, რადგან ბევრჯერ ვიმსახურებდით იმაზე მეტს, ვიდრე მივიღეთ. ახლა ყველაზე მეტად წინ ყურება გვჭირდება და შრომა უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, ნიქოზიის „აპოელმა“ ძალიან ცუდი სტარტი აიღო და 5 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.

0.105933