ფეხბურთი

15:18 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" ლეგენდარული პრეზიდენტი გარდაიცვალა

მარსელის „ოლიმპიკის“ ლეგენდარული პრეზიდენტი ბერნარ ტაპი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

ტაპი 78 წლის იყო და ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, რომლის დამარცხება ვერ მოახერხა.

ბერნარ ტაპი „მარსელს“ 1986-1994 წლებში ხელმძღვანელობდა და 1988-1992 წლებში გუნდი ზედიზედ ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. სწორედ ტაპის მმართველოს პერიოდშ მიაღწია „მარსელმა“ ყველაზე დიდ წარმატებას და 1993 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115475