ფეხბურთი

14:08 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოკატელი: "იუვეში" სხვა ფეხბურთი და ფილოსოფიაა"

ტურინის „იუვენტუსმა“ ტურინული დერბი მანუელ ლოკატელის ერთადერთი გოლით მოიგო, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

ლოკატელიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გოლს თავის ოჯახს უძღვნის, რომელშიც ყველა „იუვეს“ ქომაგობს.

„იუვეში“ ფეხბურთელებს შორის წარმოუდგენელი მეგობრობაა, მათ კარგად მიმიღეს და ყველა მათგანი ძალიან თავმდაბალია. დერბიში გამარჯვება ძლიერი ემოციაა, ძალიან სასიამოვნო.

მნიშვნელოვანი იყო მოგება, რადგან დერბი იყო და ასევე, სატურნირო ცხრილისთვის. ახლა სანაკრებო პაუზაა და შემდეგ უფრო მშიერები დავბრუნდებით. ალეგრი ჩემგან ბევრს ითხოვს და მეც ყველაფერს ვაკეთებ წინსვლისთვის. გოლის დროს სივრცე იყო. კიეზამ დამინახა, კარგი პასი მომცა, დავარტყი და გავიტანე. აქ სხვა თამაში და სხვა ფილოსოფიაა „სასუოლოსთან“ შედარებით, ყოველთვის მოგებას ითხოვენ და მეც აქ ამისთვის ვარ. გოლი ჩემს ოჯახს ეძღვნება, რომელშიც ყველა იუვენტინოა და ახლა ბედნიერები არიან“, - თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, მანუელ ლოკატელი „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და მიმდინარე სეზონშ 9 მატჩში თავი 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120182