ფეხბურთი

20:49 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა 40 წლის იუბილე ნაადრევად გადაიხადა

3 ოქტომბერს „მილანის“ შვედ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს 40 წელი უსრულდება, თუმცა იბრამ დღეობა 1 ოქტომბერს გადაიხადა - გვამცნობს Football Italia.

წყაროს ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩმა სუფრის გაშლა ხუთშაბათს იმიტომ არჩია რომ მას „მილანის“ ფეხბურთელები დასწრებოდნენ. 3-ში, კვირას, „მილანი“ სერია A-ს მატჩში „ატალანტას“ ეთამაშება.

ფეხბურთელების გარდა, შვედმა წვეულებაზე კლუბის ტექნიკური პერსონალი, ექიმები და სხვა თანამშრომლებიც დაპატიჟა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122835