ფეხბურთი

20:16 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ისევ გალიდერდა

პრემიერლიგის მე-7 ტურში „ჩელსიმ“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და 16 ქულით სათავეში ჩაუდგა გათამაშების ცხრილს.

ანგარიში მე-9 წუთზე „არისტოკრატმა“ტრევო ჩალობამ გახსნა. 61-ე წუთზე „წმინდანების“ შუახაზელმა, ჯეიმს უორდ-პრაუსმა პენალტით გაათანაბრა. მალევე მან წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

უმცირესობაში დარჩენილმა სტუმრებმა ლონდონელთა ზეწოლას ვეღარ გაუძლეს და ბოლო წუთებზე კიდევ ორი ბურთი გაუშვეს. ჯერ ტიმო ვერნერმა გაიტანა, შემდეგ ბენ ჩილუელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11468