ფეხბურთი

12:12 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ 203 მატჩი: ინიაკი უილიამსის რეკორდი ლა ლიგაში

ბილბაოს „ატლეტიკის“ ნახევარმცველი ინიაკი უილიამსი ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში შევიდა. მან „ალავესთან“ მორიგი მატჩი ჩაატარა და ეს იყო 203-ე შეხვედრა, რომელიც ინიაკიმ ზედიზედ ჩაატარა.

ულიამსის წარმოუდგენელი სერია 2016 წლიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, ესპანელს არცერთი მატჩი არ გამოუტევებია ლა ლიგაში - არც ტრავმა ჰქონია და არც დისკვალიფიკაცია.

ინიაკი უილიამსმა ხუან ანტონიო ლარანაგას შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც ზედიზედ 202 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109767