ფეხბურთი

10:25 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელებს შორის შესანიშნავი ატმოსფერო გადამწყვეტი იყო"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებზე, იტალიურ ფეხბურთსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მანჩინის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაში დიდი წვლილი გუნდში შექმნილმა ატმოსფერომ შეიტანა.

"ერთა ლიგა? ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ალბათ, ერთა ლიგა ნაკლებად მნიშვნელოვნად ჩანს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ უნდა გვეთამაში. აქ ევროპის 4 საუკეთესო გუნდი გავიდა. ესპანეთი მორენოსა და მორატას გარეშე? მათ რამდენიმე ტრავმირებული ჰყავთ, მაგრამ ძლიერი გუნდი ჰყავთ და კარგად თამაშობენ. ხანდახან უჭირთ თამაშის ხარისხის შედეგში ასახვა, მაგრამ ძლიერები არიან.

ცოტა მენატრება კლუბში მუშაობის ყოველდღიურობა. როდესაც ნაკრებს ბევრი მატჩი აქვს, როგორც ბოლო თვეებში იყო, ცოტა ნაკლებად მენატრება, მაგრამ როცა 5 თვე თამაში არ გვაქვს, ცოტა რთული.

სერია A? ჩემპიონატი სასიამოვნო და კონკურეტუნარიანია, 7-8 გუნდი იბრძოლებს სკუდეტოსთვის. ჩემი აზრით, „იუვე“ ფეხზე წამოდგება და სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდება.

ერთა ლიგაზე გამოძახებული სანაკრებო სია? ეჭვები ყოველთვის არის. 23-ზე მეტი კარგი ფეხბურთელია და ვხუწვარ, რომ მათი სახლში დატოვება მომიწია. გარდა ამისა, არის 21-წლამდე ნაკრები, რომელიც ოლიმპიადაზე გასასვლელად იბრძვის და მასაც დავუთმე მოთამაშეები, რადგან წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ. იქნება მატჩები, როცა სხვა ფეხბურთელებსაც გამოვიძახებ. სერია A-ში იტალიელები დაახლოებით 33%-ს წარმოადგენენ, მაგრამ რთულ ეკონომიკურ პირობებში მე ვამბობ, რომ არიან ახალგაზრდები, რომელთაც უნდა ვენდოთ. შეიძლება თავიდან შეცდომები დაუშვან, მაგრამ ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით.

ევროპის ჩემპიონატი? ჩვენთვის სტიმული იყო ის, რომ თითქოს მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იტალიაში ყოველთვის იყვნენ კარგი ფეხბურთელები. განსხვავებული ფეხბურთის თამაში გამარჯვებას არ ნიშნავს, მაგრამ მინდოდა გულშემატკივრები რაღაც განსხვავებულის წინაშე გამეერთიანებინა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. გვინდოდა ხალხის გული მოგვეგო, ფეხბურთელებს შორის კი შესანიშნავი ურთიერთობა იყო. პრობლემები არ ყოფილა, ბიჭებს შორის ატმოსფერო მნიშვნელოვანი იყო.

ტაქტიკა? სამუშაოდ ბევრი დრო არ გვქონდა. როდესაც ბიჭები კოვერჩანოზე მოდიან, ენერგიის აღდგენას უფრო დიდი დრო ეთმობა, ვიდრე ვარჯიშს. ჩვენ ორიენტირება ძირითადად ტექნიკურ ფაქტორებზე გავაკეთეთ, შეტევების დაგვირგვინებაზე. საბედნიეროდ, ნახევარდაცვაში 3-4 ტექნიკური ფეხბურთელი გვყავდა, ამასთან, უკნიდან ბონუჩის დაწყებული შეტევები მნიშვნელოვანი იყო. პრესინგზე წასვლა იმის შიშით, რომ გოლს გავუშვებდით, მნიშვნელოვანი გახლდათ.

დონარუმა ხშირად სკამზეა? ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა და ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და არ მგონია, რომ ნავასთან კონკურენციის მიუხედავად სათადარიგო სკამზე დიდხანს დარჩენს. ვფიქრობ, რომ შეუძლია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს. ნებისმიერ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ეს ნაკრებისთვის პრობლემა იქნება.

კიეზა ფორვარდად? მაქვს აქვს თვისებები, რომლებიც ჩემი აზრით, მომავალში აიძულებს შეტევაში ყველა როლი მოირგოს. ლორენცო ლუკა? 21-წლამდე ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლისთვის იბრძვის, რაც დიდი ხანია არ გაგვიკეთებია და ამიტომაც, მომიწია მისი დათმობა. ის არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც შესანიშნავი თვისებები აქვს“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს, მილანში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ნახევარფინალური მატჩი ტურინში საფრანგეთსა და ბელგიას შორის გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104551